Lovestory between fear and courage
- Elene Margi 🍄

- 22 hours ago
- 3 min read
ნაწილი 1
2025 წლის, სექტემბრის ბოლო
ცხოვრების დამასტერებას ვცდილობ-თქო რომ ვამბობ, ეგ ცხადად გულისხმობს გამბედაობის აქტიურ დამასტერებასაც.
ანუ მეტად და მეტის გაბედვას.
ასე და ამ ამბებში, სექტემბრის ბოლოს, როცა მხოლოდ მე და 4 ცალი რუსი ბებო-ბაბუ ვიყავით გონიოში, ცივ ზღვაში ჩასვლა პირველად გავბედე.
ცხოვრება მარტო ის არის, რასაც გაბედავო - ხშირად მხვდება ხოლმე ეს ფრაზა და ლოგიკურია, რომ არ ვეთანხმები. ცხოვრება ზუსტადაც გამბედაობის და გაუბედავობის ერთობლიობაა და ეს ორჯერ ორია, თუმცა გამბედაობა მართლაც სხვა ჰორიზონტებს შლის და აფართოვებს ცხოვრებას.
ვერცერთი სიტყვით ვერ გადმოვცემ თუ როგორ დავჯდილდოვდი ცივ ზღვაში ჩასვლის გაბედვით.
როგორი მაგიური გამოცდილება მაჩუქა სამყარომ,
როგორ ვიყავით მარტოები მე და ზღვა,
რამდენი Jellyfish დამენახა, მომეფერა, მეთამაშა, მივეფერე და ვეთამაშე. (ჩემი და ჯელიფიშების ურთიერთობა 1.5 წლის წინ დაიყწო, ძალიან დავმეგობრდით)
რამხელები იყვნენ, აქამდე არ ნახულები ზომითაც და ფერებითაც.
როგორ ეცვლებოდათ ფერები მოძრაობისას, როგორ არ მერიდებოდნენ და არ ვერიდებოდი
როგორ მიხაროდნენ და როგორ ვუხაროდი
როგორი გაზიარებულად საერთო იყო ის ემოციები
როგორ ვხარობდით ცალკე მე, ცალკე ჯელიფიშები, ცალკე ზღვა, ცალკე ცა, იქით მზე და აქეთ ქვები,
და როგორი არაამქვეყნიური იყო საერთოდ ყველაფერი რაც ხდებოდა ჩემს და სამყაროს შორის იმწუთებში.
როგორი მაგარი ყოფილა ფიზიკური გამბედაობა.
წამოსვლის დღეს, ცივ ზღვაში ჩასვლა ისევ გავბედე.
მეორეჯერაც ზღაპრული გამოცდილება მხვდა წილად.
ნაწილი 2
2025 წლის, ოქტომბრის ბოლოდან მესამე დღე
27 წლის, 11 თვის და 29 დღის ვიყავი (ანუ სულ რამოდენიმე საათით ადრე ჩემს დაბადების დღემდე, ყაზბეგში) როცა ხეზე პირველად ავბრძანდი.
რომ ჩამოვბრძანდი მერე მეორე ხეზეც ავბრძანდი.
ანუ ჯამში ორ სხვადასხვა ხეზე აბრძანება გავბედე.
მართლა გიჟობა იყო.
როგორც მივხვდი, თითო გამბედაობა ძალიან უხვად და დაუნანებლად გჩუქნის ენერგიებს და ლამაზ შეგრძნებებს. ზუსტად ეს მერგო ყაზბეგშიც და მივხვდი, რომ ეს ქმედითი გამბედაობებიც მაგარია.
აქამდე უფრო სულიერ და შიდა სამყაროულ გამბედაობებთან ვმეგობრობდი და ფიზიკურ ცხოვრებაში გამბედაობის გადმოტანა ასე თუ ისე ახალია ჩემთვის.
ხეები დიდი ხანია ძალიან მიყვარს, ვმეგობრობ და შეძლებისდაგვარად ვზრუნავ მათზე. მართალია მათნაირად სასიცოცხლო ძალას ვერ ვჩუქნი, მაგრამ, რაც არის, მათ კი იციან რო ყველაფერი გულწრფელია და სიყვარულით ხდება.
ხეზე აბრძანება ბოლო 2 წელია განსაკუთრებით მინდა. არც ბავშვობაში ვიყავი ეზო-ეზო მძრომიალა და არც არასდროს, ამიტომ მართლაც ცხოვრებაში არ მქონია ხეზე ასვლის გამოცდილება.
იმაზეც ბევრჯერ მიფიქრია, უპატივცემულობა ხომ არ არის ხესთან, ხომ არ ვატკენ და დავაზიანებ-თქო, მაგრამ რომ ვაღიარო, მაინც უფრო შიშის გამო ვიკავებდი თავს.
იმდღეს იმ კონკრეტულმა ხემ მართლა დამიძახა, აბრძანების პროცესსში ვგრძნობდი როგორ მეპატიჟებოდა და მეძახდა.
თქვენ შეიძლება გიჟი გგონივართ,
მაგრამ მე და ხეებმა ვიცით.
ხოდა ეგრე ვიცოდით მე და იმ ლამაზმა ხემ, რომელმაც პირველად მიმიპატიჟა ასე გულით და სულით.
მართალია უმაღლესი მწვერვალები არ დამიპყრია, მაგრამ სხვა ჰორიზონტი მართლა გაიშალა და გამბედაობამ კიდევ ერთხელ დამასაჩუქრა.
მართლა მაგარია გამბედაობაა
ნაწილი 3
2025 წლის ნოემბრის დასაწყისი
შემდეგი და მკვეთრად გარდამტეხი (ფიზიკური) გამბედაობა - თმა (თავი) გადავიპარსე. I could never imagine, მაგრამ პირველად 3 დღის წინ ვიფიქრე ამაზე და მივხვდი, თუ თავიდან დაბადებაა, მოდი მართლა იყოს.
თუ გამბედაობის გაცნობაა, მოდი მართლა იყოს.
თუ საკუთარი თავის ყველანაირის შეცნობაა, მოდი მართლა იყოს.
Aaaand, OFC I Did it.
ამანაც იმხელა ენერგია მომცა, რო მართლა ვერ ვიჯერებ.
თავს ძალიან ლამაზად და ფემინურად ვგრძნობ.
მეტიც, მგონია, რომ ვასხივებ ამას და თითქოს ამ ნაბიჯის გადადგმით მართლა სასიცოცხლო ენერგიებით ავივსე.
მართლა რა მაგარი რამეა ეს გამბედაობა.
20 seconds of insane courage.
20 seconds of insane bravery
-სინამდვილეში მართლა 20 წამია,
20 წამი, რომელიც შეიძლება ცხოვრების გარდამტეხი აღმოჩნდეს.
ყველას გისურვებთ ამ 20 წამს!
ნაწილი 4
2025 წელი, ნოემრბის დასაწყისი. თმის გადაპარსვიდან მაქსიმუმ ერთ კვირაში
ეხლა კი, ლისზე სეირნობისას, ტყის დანახვისას და სავსემთვარეობისას თითქოს ღამის ტყემ დამიძახა და მეთქი შიშო გამოდი გარეთ - ეს ვარ აქ და ახლა.
რავი წამო ჰა-თქო და ავედი.
არც ძალიან ღრმად და არც ძალიან ნაპირზე.
რაღც მონაკვეთთან გავჩერდი. თითქოს ტყემ - მოდი მეტი აღარ გინდაო, ან არ ვიცი. შეიძლება ტყე არაფერ შუაში იყო და ჩემმა შიშებმა მეტად გაიღვიძეს.
სასაცილოა, გამობრუნებისას ფლეშიც ჩავრთე და ფეხსაც ავუჩქარე.
შიში მაინც ოხერი რამეა, მაგრამ საბედნიეროდ გამბედაობაც ეგეთი ოხერია.
ისე თქვენი აზრით, განა არ იცის ეს შიშმა?
განა სინამდვილეში არ ეთაყვანება ის გამბედაობას?
შიში ალბათ შეუმდგარი გამბედაობაა, ამიტომაა ისიც ასე ძლიერი და შემყოლი ემოცია.
შიშს ერთადერთი ‘’დამმარცხებელი’’ ყავს - შეგრძნება და გაბედვა.
სინამდვილეში შიშს უყვარს გამბედაობა, ალბათ ამიტომაც ხრის ხოლმე თავს და ხმამაღალობიდან, თითქოს უჩუმრად გტოვებს მერე.
მე მაინც მიყვარს შიში.
ჩემთვის შიში გავს ბავშვს, რომელსაც სითბო და ყურადღება დააკლეს.
ლეკვს, რომელიც ყინვაში გარეთ ყუთით დატოვეს.
ობობას, რომელმაც ბევრი წვალების მერე ჭერში დაიდო ბინა და უცებ გარეთ მოისროლეს,
და გამბედაობა კიდე დაცემულობიდან წამოდგომას გავს.
და ეს მართლა ძალიან რთულია.
შიშო, მე მართლა მიუყვარხარ.
ჩემზე, რომ იყოს ჩაგეხუტებოდი და უამრავ სიყვარულს მოგცემდი, ალბათ იქამდე, სანამ სიყვარულად არ გადაიქცეოდი. მაგრამ ამით შენ გაგაქრობდი და არსებობის უფლებას წაგართმევდი.
იქნებ ამიტომ არაა ჩემზე?
Anyways, მიყვარხარ შიშო,
შეგიძლია იყო იქ, სადაც ხარ.
შეგიძლია დარჩე.
შეგიძლია არ გამოხვიდე გარეთ.
მე უკვე გამბედაობა შემიძლია.


Comments