top of page

მადლიერება


დაახლოებით ერთი წელია, რომ მოვკვდი და complete letting go ფაზაში შევედი (ოღონდ მე ძაან დავცინი ჩემ თავს, თბილ საწოლში რო ვწევარ და გემრიელ საჭმელს ვჭამ და ეგოცენტრიკულად მაინც Complete letting go-ს რომ ვეძახი, თუმცა makes sense).

თავიდან რომ ვიბადები და ვიქმნები - ეს უკვე ბევრჯერ დავწერე.

ეს ყველაფერი რომ ძალიან რთულია და ბევრ სიმწარეს გამოვდივარ - ალბათ ესეც.

ეს გადაწყვეტილება რომ ბავშვმა მივიღე და ამ პროცესებში ზრდასრულ ქალად რომ ვიქეცი ამ იდეასაც დავწერდი სადმე, მაგრამ აქამდე არ დამიწერია იმ გულრწფელ მადლიერებაზე, რომელიც ამ პროცესებმა მომიტანა და რომელიც ხმამაღალი სულაც არ არის.

საერთოდ ამ გზაზე ის ვისწავლე, რომ ჭეშმარიტი პროცესები, ემოციები, დებულებები ხშირად ძალიან ჩუმად, თავიანთვის არიან, არც ყვირიან და არც დიდად თვალებში გხვდებიან. უბრალოდ არიან.  

არსად ეჩქარებათ, არანაირი ვალიდაცია ჭირდებათ, უბრალოდ არიან თავიანთთვის.

ეგეთი ყოფილა ჭეშმარიტება. 

არავინ და არაფერი ჭირდება არსებობისთვის.

უბრალოდ არსებობს და კარს უხსნის მას, ვისაც, ასევე ყველა შრის გარეშე, პირდაპირ ჭეშმარიტებასთან აქვს საქმე. 

ხოდა ამასობაში,  ეს ჩემი მადლიერებაც, ზუსტად ასე ჩუმად და ნაზად შემოიპარა.


ისტორია კი ასეთია: 

ნაწილი 1 


პირველად რამოდენიმე თვის წინ ტიზისთან ერთად მამა ვიტალის საფლავზე წავედი. 

I know, it’s funny, მაგრამ ტიზის იმდროს პანიკური შეტევები ქონდა, ეშინოდა და ამ საფლავზე, რომელიც სურვილების ასრულებით არის ცნობილი სურვილის ჩაფიქრება უნდოდა.

მაგ დროს, მე საკმაოდ წყვდიადეულ გზაზე ვიყავი. 

არაფერში და ჯოჯოხეთში ერთდროულად.

მიჭირდა, მაგრამ ამ გზაზე დადგომიდან სულ ვიცოდი, რომ ყველაფერი რთულია, სანამ მარტივია.

ისიც ვიცოდი, რომ მე თვითონ ავირჩიე ეს გზა და ჩემივე გასავლელი იყო, ამიტომ კი სირთულეში ვიყავი, მაგრამ ჩემი ჭეშმარიტი გზის სირთულეში.

მოკლედ მივედით ამ საფლავზე ახლა და ვდგავარ. 

ვდგავარ და ვიყურები ირგვლივ.

ვაკვირდები ხალხს.

ზოგადად, ობზერვაცია ისედაც ჩემი საყვარელი გასართობია და უკვე გამჯდარი ჩვევაც.

ხოდა რას ვხედავ. 

განწირულ, სასოწარკვეთილ ადამიანებს. მათ რწმენას, გულწრფელ ლოცვას. 

ყველას თვალებში სერიოზული სერიოზულობა იკითხებოდა და აშკარად იქ არავინ იყო ჩემნაირად აგდებულად მისული. 


ერთი შეხედვით, თითქოს ლოგიკურია მამა ვიტალის საფლავზე, სურვილის ჩასაფიქრებლად მისული ადამიანების სასოწარკვეთილობა, მაგრამ იქ ნანახმა მართლა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, ისევე როგორც ადამიანების განწირულობამ და რწმენამ თანხვედრულად.

ვდგავართ ამ საფლავთან მე და ტიზი. აქეთ ვდგავარ მე.

იქით დგას ტიზი. 

ტიზიც თავისებურად სასოწარკვეთილ-ისტერიული იყო იმდროს, მაგრამ იმ ადამიანებს ვერ შეედრებოდა.

აქეთ მე, რომელიც სრულიად ამოვარდნილი ვარ იქაურობიდან და ვგრძნობ, რომ ზედმეტი ვარ.


სანამ ტიზიმ მოილოც-სურვილა მეც დავუფიქრდი, აბა რა ჩავიფიქრო-თქო. 

Initially, მანდ წასვლას რომ ვგეგმავდი მეც ვფიქრობდი რამის ჩაფიქრებას.

მანდვე უნდა მივმხვდარიყავი ჩემს პრვილეგირებულ ყოფას - რამის ჩაფიქრება რომ იყო გონებაში და არა კონკრეტული სურვილი - მაგრამ ვერ მიხვდი. 

ხოდა დავიწყე ახლა ფიქრი. 

ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქროოოოობ და მივხვდი, რომ იმ ბევრი სიმწარე-სირთულე-ჯოჯოხეთურობის მიუხედავად ყველაფერი მაქვს, ყველა მყავს, ჩემი თავი და ჩემი სულიერება მაქვს.

მივხვდი, რომ ვერაფერს ვითხოვდი. 

მივხვდი, რომ ცხოვრებაში პირველად, მართლა არაფერი მინდოდა. 

მივხვდი, რომ ჩემი სურვილი სხვებისთვის უნდა დამეთმო, რომ სხვას უფრო ჭირდებოდა, რომ მე მართლა ასე მინდოდა, რომ ასე იყო საჭირო.

ასე ლამაზად და მარტივად დავთმე ჩემი ჯადოსნური სურვილი.

ჩემ თავს გავუღიმე, 

ტიზიმაც მოილოცა,

მამა ვიტალის დავემშვიდობეთ და წამოვედით.


ნაწილი 2 


ცხოვრების ამ ეტაპზე ცხოვრების დამასტერებას ვცდილობ. ანუ, ფხიზელ გონებაზე ცხოვრების მთლიანობის მიღებას და ყველა ემოციის, ფაზის, კონდიციის და საერთოდ ყველაფრის მიღბა-პატივისცემას. ვცდილობ რა, All credits to me and the Universe, მაგრამ საკმაოდ მაღალ ეშელონებს ვეთამაშები. 

ისედაც, მგონია რაღაც გამეგება ამ ცხოვრებაში და ყოველივედან გამომდინარე არასდროს მყვარებია მანიფესტაციები, Vision board-ები, შენი ‘’მინდა’’-თი შექმნილი თუნდაც ძალიან ლამაზი ცხოვრებები, მაგრამ  ვერც ასე მინდა-სგან თვისუფლად ვერ და არ ვყოფულვარ აქამდე.

ხოდა, ახლა, სულ რამოდენიმე დღის წინ ყაზბეგში შევხვდი ბუბუსთან ერთად ჩემს დაბადების დღეს. სანამ ყაზბეგში ჩავიდოდი ვფიქრობდი, იქ რა წამსაც ფეხს დავდგავდი იმწამსვე გავიღვიძებდი, გავნათნებოდი და გავიხარებდი.

ცხადია ეს ასე არ მოხდა (მოლოდინებზე აუცილებლად ცალკე დავწერ) და თითქმის მთელი 3 დღე წარბშეკრული და სულიერად მძინარე ვიყავი. 

გავიდა 3 დღე.

მოვიდა ჩემი დაბადების ღამე.

ჭადში სანთელ ჩარჭობილი გავედით გარეთ მე და ბუბუ.


ძალიან მიხაროდა ის ფაქტი, რომ პირველად ვხვდებოდი ჩემს დაბადების დღეს ადამიანების გარეშე, ჩემს უძვირფასეს ადგილას - ყაზბეგში, სიგარეტის, კოკა-კოლის, მოსაწევის, მანქანის და კიდევ ბევრი რამის გარეშე. ძალიან დიდი ხნის შემდეგ - პ ი რ ვ ე ლ ა დ ! 


ხოდა გავედი გარეთ და რას ვხედავ?

უდიდესი თოვლის ფანტელები არ მოდის? 


ყაზბეგი და სამყარო ერთად მილოცავდნენ დაბადებას.


თოვლი - The innocence of snow. 


Magical Experience  თუ კი რამეა ამ სამყაროში ეს არის თოვლი და თოვა.

მიყვარს თოვა და თოვის ყურება.

როგორც ვარდებიან ბუთქუჩა, ნაკლებად ბუთქუჩა და მკვეთრად ბუთქუჩა (მაგრამ ყოველთვის ბუთქუჩის დიაპაზონზე) ფანტელები უსასრულოდ მაღალი ციდან.


უცებ ისე გავიხარე, ისე გავიღვიძე, იმხელაზე ვიბედნიერე.


მართლა ეგრე იყო.

ყაზბეგი და სამყარო მილოცავდნენ და ჩემთან ერთად ხარობდნენ ჩემს დაბადებას და ხელმეორედ დაბადებას. 


სანთელს რო ვაქრობდი, მეთქი მიდი ელე, ჩაიფიქრე ახლა, you can make one გულრწფელი wish და Universe will deliver-მეთქი. 


დავხუჭე თვალები და მივხვდი, რომ ვერც ახლა ვიფიქრებდი ვერაფერს. 

რომ ისევ ყველაფერი მაქვს, 

რომ ისევ ყველა მყავს,

რომ ახლა კიდევ უფრო მეტად მყავს ჩემი თვი და ჩემი სულიერება, ჩემი გულწრფელად ჭეშმარიტი და ლამაზი გზა, სამყაროსთან და Divine-თან ჩემი ურთიერთობა, სიყვარული, სიცოცხლე, მთლიანობა, ნათება, ჩრდილები, თავისუფლება, სილამაზე, მზე, მთვარე, სამოთხე და ჯოჯოხეთი და მთლიანად ცხოვრება.

ახლა მართლა ვგრძნობდი, რომ კი, ვცხოვრობდი და ცოცხალი ვიყავი.

რომ ეს ნამდვილი იყო.

რომ მართლა არაფერი მეჩვენებოდა,


და


ისევ დავთმე ჩემი ლამაზი სურვილი. 


ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როცა ჩემი კუთვნილი სურვილი სამყაროში დავაბრუნე და დარწმუნებული ვარ ვინმე ძალიან გაიხარებდა. 


ხოდა, მეგობრებო, ამას ქვია მადლიერება. 


გულიდან, სულიდან და სხეულიდან და გონებიდან და ყველასგან ერთად წამოსული და ყველა მხრიდან ხელჩამორთმეული ამბავია ეს. 


ამიტომ არის ჰილინგი და ჯოჯოხეთების გავლა და ცხოვრების მთლიანობის მიღება მნიშვნელოვანი. - ეს არის ამ გზის საჩუქარი. 




ნაწილი 3


სულის მოგზაურობები და ჰილინგები მართლა საკმაოდ ღრმად ავიდ-შევიდა და ვხვდები, რომ ახლა ფიზიკური სხეული უნდა დავაწიო იმ ადამიანს, ვიდაც და რადაც ვიქმნები. 

დავიწყე სიარული, მუდრებით სუნთქვები და უახლოეს დღეებში ვარჯიშებსაც მივამატებ. 


მუდრებმა და სუნთქვამ მართლა დამიძახეს და ძალიან მომწონს. მივყვები და თითქოს ჩემ სუნთქვას ვსწავლობ. 

ვაკვირდები როდის მოდიან და როდის ჩერდებიან ფიქრები და შეძლებისდაგვარად ვარ მომენტში.შეძლებისდაგვარად - ანუ როცა ვარ ვარ, ისე არ ვაძალებ ჩემს თავს არაფერს.

ხოდა მესამე დღეა ვსუნთქავ, შევყევი, ძალიან კარგია, ფიქრებმა პირველად სრულიად დამტოვეს, დავრჩი არაფერში, ყველა შრე წავიდა, ჩავედი ქვემოთ და გამოიცანით რა დამხვდა? 

დიახ.

მადლიერება დამხვდა.

მართლა ეგ იყო.

ისევ ძალიან ჩუმი, ძალიან არახმამაღალი და ძალიან ნამდვილი. 

კინაღამ ჭკუიდან გადავედი სიხარულისგან.



A true moment of Becoming

Or

A true moment of Returning

Or

Both of them 


ერთი ცალი ასევე ჩუმი და ნელი ბედნიერების ცრემლი ჩამომივარდა ლოყაზე. 

ეს უკვე მადლიერების - მადლიერება იყო. 


გულრწფელი მადლობა ვუთხარი სამყაროს. 


How Blessed I’m to experience. 

 
 
 

Comments


Join us on mobile!

Download the “Soulsness” app to easily stay updated on the go.

Download on the App Store
Get it on Google Play

ყოველთვის გახსოვდეს, სამყაროს უყვარხარ 🍄

bottom of page